დიომანდე:„ვამაყობ საკუთარი თავით“

იან დიომანდემ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ „ბლანკოსის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

„ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვედრა ყველას ოცნებაა. ჩემს კუმირებს წლების მანძილზე ტელევიზორის საშუალებით ვუყურებდი, ახლა კი „ვალდებებასზე“ ვვარჯიშობ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიამაყეა.“

„ვამაყობ საკუთარი თავით და მჯერა, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ამაყობენ ჩემით.“

„მსურს, ბედნიერება სხვებსაც გავუზიარო და ამ კლუბის წარმატების ნაწილი გავხდე.“

„„ბლანკოსში“ მოხვედრაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჟოზე მოურინიომ. ის ბევრს მესაუბრებოდა და მსურს, საჯაროდ გადავუხადო მადლობა.“

„გასახდელი? გუნდში შესანიშნავი სიტუაციაა. როგორც გითხარით, მათ მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით ვუყურებდი, ახლა კი ბევრი უნდა ვისწავლო.“

„იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სტანდარტი დააკმაყოფილო, მეტი უნდა იშრომო.“

„მოლოდინი დიდია. „მერენგებში“ ბევრი წლის გატარება და უამრავი ტიტულის მოგება მსურს. ვოცნებობ, რომ ეპოქალური ფიგურა გავხდე, ამისთვის ბევრს ვიშრომებ.“


1

12 აგვისტო 2026 12:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 467

„მოლოდინი დიდია. „მერენგებში“ ბევრი წლის გატარება და უამრავი ტიტულის მოგება მსურს".

მშვენიერი, აქ უკვე მოეწონა, დიდი ხნით უნდა დარჩენა და ბევრი ტიტულების მოგება.      კამავინგაც მაგ დუხით მოვიდა, მაგრამ არ აეწყო და ახლა წასვლა აღარ უნდა, ნუ ვითამაშებო რა, რეალში ხო ვიქნებიო და შვილიშვილებს ხო მოვუყვები, რა დონე ვიყავიო. რავიცი მარტო მე ვარ ეჭვიანი თუ მართლაც მარტო რეალში მოსვლა უნდათ(რო ტელევიზორში უყურონ) და ოფლის დაღვრაზე აღარ ფიქრობენ ხოლმე. კითხონ მაინც ბენზემას, კარვახალს, მოდრიჩს, კროოს და რავი ქვეყნის ლეგენდები გვყავდა. ხოდა კითხონ ადვილი იყო რეალში ადგილზე დამკვიდრება, რა ოფლის ფასად მიაღწიეს. ასე 18 წლისებს რომ 6 თუ 7 წლიან კონტრაქტს უფორმებ და თუ არ გამოდგა ვერ უშვებ, ეს ხო ზოგიერთისთვის თითქმის მთელი კარიერაა, მერე არაბებში დაუბერავს და შეინახავს მთელ თავის სოფელს.



2

12 აგვისტო 2026 18:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 95

ძალიან ნიჭიერი ბიჭია იმედია გაამართლებს


3

13 აგვისტო 2026 07:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 438

არ მგონია მეგობარო,რომ ვერ გაამართლოს იმედები და რეალში დატოვონ.დიდი ფული გადაიხადა პერესმა და თან მაურინიო იშვიათად ტყუვდება ფეხბურთელებში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (169)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)