„რეალი“ კამავინგას გაშვებაზე ისევ მუშაობს

მიუხედავად იმისა, რომ ედუარდო კამავინგას სამეფო კლუბში დარჩენა სურს, ფლორენტინო მის გაყიდვაზე აქტიურად მუშაობს.

მადრიდში მიაჩნიათ, რომ კამას გაყიდვა ახლა საუკეთესო გამოსავალია, ვინაიდან ახალ სეზონში სათამაშო პრაქტიკის შემცირების ფონზე, ფრანგის სატრანსფერო ფასიც შემცირდება.

კამავინგა აინტერესებს „ჩელსის“, ასევე მანჩესტერ „იუნაიტედს“, თუმცა მოთამაშე ყველა წინადადებას ბლოკავს.

ესპანური გამოცემების ცნობით, „მერენგები“ კამას მეტი ფიქრისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ახლა „განშორება“ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ორივე მხარისთვის.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 კვირა რჩება.


1

11 აგვისტო 2026 12:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 467

როგორ არ მიყვარს ამისთანა ხალხი, გითხრეს არა ხარ ჩვენი დონე და წადი, არა ბიჭო მე აქ მომწონსო. თავმოყვარეობის ნასახი რო არა აქვს ადამიანს.


2

11 აგვისტო 2026 12:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6

რეალში რაც არ მომწონს ის არის რომ 3-4 ფეხბურთელი საერთოდ სეზონზე მაქსიმუმ 5-6 თამაშს ატარებდა და მაღალ ხელფასს იღებდნენ. კამავინგასაც კიდია ხელფასს იღებს ისე რომ თამაშიც არ მოუწევს მერე წავა სადმე საუდის არაბეთში და იქაც მაღალ ხელფასზე იქნება. ჩემი აზრით რაღაც უნდა მოიფიქრონ. 6 წლიან კონტრაქტს დაუდებენ და შეიძლება 1 წლის მერე სკამზე იჯდეს და არც მიდიან არც არავინ ყიდულობს მაგაზე ვგიჟდები. არაუხო ძალიან ცუდი სეზონი ქონდა და ეგრევე გაიყიდა. ესენი რა ვერ მოშორდნენ. ყველაზე იწერებიან ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები არიანოო. პიტარჩიზე და მსგავსზე. შეიძლება ესპანეთის 2 ლიგის დონე გუნდებთან კაი იყოს მაგრამ ამ გრანდებთან არც ათამაშებენ და ვერც თამააობრნ. ნიკო პაზი ავიღოთ რელში რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ არც გამოჩნდებოდაა გაუშვან იჯარებით და მერე ნახონ

 იყიდიან ყველას და მერე სკამზე სვამენ. ენდრიკიც თუ გინდა რეალაი 4-5 თამაში ჯთამაშა. როგორ უნდა განვითარდეს. 18 წლის იყიდეს და 20 წლისაა და რეალისთვის არაფერი გაუკეთებია. აიი ეს ცუდი მიდგომა აქვთ


3

11 აგვისტო 2026 13:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 614

ითამაშა ამან თავისი მაქსიმუმი უკვე რეალში და იმის მერე რამდენიმე სეზონის მარტო ქვემოთ მიდის ჯობია გაყიდონ სანამ რამე ფასი აქვს


4

11 აგვისტო 2026 13:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 76

ესეც გასაყიდია ჩუამენიც. სად მიყავთ ამდენი ნახ მცველი ვერ ვიგებ. აი დაიწყო სეზონი. ვალვერდე და ჯუდი უეჭველი ასნავნოის მოითხოვენ, მესამე კაცი ისევ თუ ჩუამენი უნდა იყოს აბა 0 ყოფილა სატრანსფერო ბაზარი რეალისთვის ამ სეზონში და ეგაა. ზუსტად იგივე ნახ დაცვა თუ იქნება როგორიც წინა სეზონში. ვალვერდე და ჯუდი უნდა იყვნენ უკნიდან და იმათ წინ ბერნარდუ. ზამენებიდან შემოვიდნენ კი ბატონო. ასნავნოი ბერნარდუ უნდა იდგეს უეჭველი


5

11 აგვისტო 2026 15:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 876

ჩუამენიც მიაყოლონ და ზუბიმენდი დაითრიონ


6

11 აგვისტო 2026 17:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 361

გასაგდებია ჩუამენთან ერთად


7

11 აგვისტო 2026 23:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 431
11 აგვისტო 2026 13:19, Blanko17 says:

ესეც გასაყიდია ჩუამენიც. სად მიყავთ ამდენი ნახ მცველი ვერ ვიგებ. აი დაიწყო სეზონი. ვალვერდე და ჯუდი უეჭველი ასნავნოის მოითხოვენ, მესამე კაცი ისევ თუ ჩუამენი უნდა იყოს აბა 0 ყოფილა სატრანსფერო ბაზარი რეალისთვის ამ სეზონში და ეგაა. ზუსტად იგივე ნახ დაცვა თუ იქნება როგორიც წინა სეზონში. ვალვერდე და ჯუდი უნდა იყვნენ უკნიდან და იმათ წინ ბერნარდუ. ზამენებიდან შემოვიდნენ კი ბატონო. ასნავნოი ბერნარდუ უნდა იდგეს უეჭველი

ჩამშლელის გარეშე ისევ ისეთი სეზონი ექნება რეალს.არც ჯუდი და არც ვალვერდე არ არიან უკნიდან მოთამაშე ფეხბურთელები და მითუმეტეს სილვა.ზუბიმენდი ჯუდი სილვა უფრო წაადგება რეალს

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (169)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)