კუკურეია:„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა „რეალის“ ღირსების დაცვა“

მარკ კუკურეიამ „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.

„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ევროპის უდიდესი კლუბის ღირსების დაცვა. მიმაჩნია, რომ ამ კლუბთან ერთად უდიდესი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.“

„პირველმა დღემ შესანიშნავად ჩაიარა, თანაგუნდელებმა საოცრად მიმიღეს და კარგი გარემო დამახვედრეს.“

„გუნდს შესანიშნავი სეზონი ექნება. მოურინიო ძალიან თავდაჯერებულია, აქვს მკაფიო გეგმა და ხედვა, რომელსაც ეტაპობრივად ახორციელებს.“

„„რეალში“ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. შრომისმოყვარეობით და თავდადებით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგებს.“

„მოვედი ბაზაზე და მაშინვე ვიგრძენი, რამხელა ისტორია აქვს ამ კლუბს. ჩემპიონთა ლიგის საოცარი ღამეები, „ქამბექები“, ტიტულები და მომენტები, რომელიც დაუვიწყარია. მოტივირებული ვარ და მინდა, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავხდე.“

„როდესაც „ბლანკოსი“ თანამშრომლობას გთავაზობთ, უარს თქმა ურთულესია.“

„ბერნაბეუზე არაერთხელ მითამაშია, მაგრამ საკლუბო დონეზე ეს სტუმრის რანგში ხდებოდა. ესპანეთის ნაკრების მაისურით კი არაერთი მატჩი მაქვს ჩატარებული.“

„ახლა უკვე „რეალის“ ფეხბურთელის რანგში მსურს ბერნაბეუზე ასპარეზობა და ქომაგებთან შეხვედრა. ამ მომენტს მოუთმენლად ველი.“

„რას ვეტყოდი გულშემატკივრებს? ჩვენ ერთად უნდა დავტკბეთ ახალი სეზონით.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (108)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)