კურტუა:„დიდი მოტივაციით დავბრუნდი და კიდევ მსურს ტიტულები“
ტიბო კურტუა „რეალის“ ვებგვერდთან ისაუბრა.
„მიხარია, რომ დავბრუნდი. მცირედი დაზიანება მქონდა, ამიტომ რეაბილიტაციას გავდივარ, რომელიც მალე დასრულდება.“
„ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ვცდილობ, საუკეთესო ფიზიკურ კონდიციამდე მივიდე.“
„კარგად ვიცნობ ჟოზე მოურინიოს. პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად „ჩელსიში“ საკმაოდ რთულ პერიოდში ვმუშაობდი და მჯერა, რომ ის „რეალში“ დიდ წარმატებებს მიაღწევს.“
„ჟოზეს მიდგომები ყოველთვის ძალიან განსხვავებული იყო, ის არ ცნობს ავტორიტეტებს და ყველა ფეხბურთელს პატივს სცემს. „განსაკუთრებულმა“ იცის ვარსკვლავური გუნდების მართვა.“
„მოტივირებული ვარ. 2 წლის განმავლობაში რთული მომენტები გვქონდა და ტიტულების მოგებას ვერ ვახერხებდით. დროა გავიბრწყინოთ, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ეს „რეალია“, სადაც ყოველ წელს ახალ ტიტულებს ელიან.“
„სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი. ჩვენ მოვემზადებით და საუკეთესო სტარტი გვექნება.“
- დღეს, 12:17
- 54
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



