მოურინიოს მიზანი არდა გიულერის ტრანსფორმაციაა

თანამედროვე ფეხბურთში ტაქტიკური ევოლუცია ხშირად არა ახალი მოთამაშეების დამატებას, არამედ არსებული რესურსის სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ჟოზე მოურინიოს მადრიდის „რეალში“ დაბრუნება და მისი მიმდინარე წინასასეზონო პროექტი სწორედ ასეთი ამბიციური გარდაქმნის წინაშე დგას. პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარ სტრატეგიულ გეგმაში ცენტრალური ადგილი არდა გიულერის პოტენციალის ახლებურად გააზრებას დაუთმო. თურქული ფეხბურთის მთავარი ტალანტი, რომელიც აქამდე უმეტესად შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ან მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შემოჭრილ „ათიანად“ აღიქმებოდა, მოურინიოს ჩანაფიქრით, სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშის მართვის სრულიად სხვა განზომილებაში უნდა გადავიდეს.

დღესდღეობით გიულერი უშუალოდ თავდამსხმელის ზურგს უკან ან მეტოქის საჯარიმოსთან უშუალო სიახლოვეს მოქმედებს, სადაც მისი მთავარი იარაღი მწვავე დარტყმა და მოკლე დისტანციაზე გადამწყვეტი პასია. თუმცა, მოურინიოს ხედვით, თანამედროვე მაღალი ინტენსივობის ფეხბურთში „სუფთა ათიანის“ პოზიცია შეზღუდულ სივრცეებსა და მჭიდრო პრესინგში ხშირად იზოლირებული რჩება. სიღრმიდან, პოზიციურად უფრო დაბლიდან  თამაში არდას საშუალებას მისცემს, მთლიანად დაინახოს მოედანი, აირიდოს მეტოქის საყრდენი ზონის აგრესიული ზეწოლა და „რეალის“ შეტევის ტემპსა და ვექტორს საკუთარი პასით მისცეს მიმართულება.

ჟოზეს ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის და ის მოთამაშის ფუნდამენტურ საფეხბურთო თვისებებს ემყარება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ასევე არის როდრის „ბლანკოსში“ ტრანსფერის ჩაშლა.

 პორტუგალიელი თვლის, რომ გიულერს გააჩნია იშვიათი საფეხბურთო ინტელექტი, სივრცის განსაკუთრებული აღქმა და პასის უმაღლესი კულტურა. მისი უნარი, მიიღოს ბურთი საკუთარ ნახევარზე, პროფილურად სწორად გახსნილმა დაამუშაოს იგი და ერთი მახვილი გადაცემით გაჭრას მეტოქის პრესინგის რამდენიმე ხაზი, სწორედ ის კომპონენტებია, რაც ღრმა ნახევარმცველის როლს იდეალურად ერგება.

ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ პოზიციის ფორმალურ ცვლილებას არ გულისხმობს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელზეც მოურინიოს დავალებით    „ვალდებებასზე" მთელი სამწვრთნელო შტაბი სრული დატვირთვით მუშაობს. სპეციფიკური ფიზიკური მომზადების მწვრთნელები არდას გამძლეობასა და ორთაბრძოლებში მდგრადობაზე მუშაობენ, რადგან სიღრმეში თამაში მეტ ორთაბრძოლასა და დაცვით ფუნქციონალს მოითხოვს. პარალელურად, ანალიტიკური ჯგუფი და ასისტენტები ინდივიდუალურ ვიდეოსესიებს უტარებენ ფეხბურთელს, სადაც პოზიციური დისციპლინისა და ბურთის უსაფრთხოდ გათამაშების დეტალებს ამუშავებენ.

მოურინიოს ეს სვლა მკაფიოდ გათვლილ არგუმენტებს ეფუძნება. როდესაც გიულერი სიღრმეში ინაცვლებს, სამეფო კლუბი იღებს დამატებით „პასის ჰაბს“, რაც პრესინგისგან თავის დაღწევის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. გარდა ამისა, მისი სიღრმიდან გაკეთებული დიაგონალური თუ ვერტიკალური გადაცემები მეტოქის მცველებს აიძულებს მაღალი თავდაცვითი ხაზი დაბლა დაწიონ, რაც ავტომატურად აჩენს თავისუფალ სივრცეებს მადრიდელთა სწრაფი შემტევებისთვის.

შტაბის მიერ შემუშავებულმა ამ მეთოდოლოგიამ შედეგი ორ ფაზად უნდა გამოიღოს. მოკლევადიან პერსპექტივაში, გუნდი მიიღებს თამაშის უკეთეს კონტროლს, ბურთის ფლობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას და პრესინგმედეგობას, რაც უშუალოდ სეზონის სტარტზევე აისახება. არდა უფრო ხშირად იქნება ბურთთან, რაც გაზრდის მისი პროდუქტიული მოქმედებების რაოდენობას და შეამცირებს გუნდის დამოკიდებულებას ინდივიდუალურ გარღვევებზე.

საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, ეს ტრანსფორმაცია სრულად შეცვლის არდა გიულერის, როგორც ფეხბურთელის, მასშტაბს. მოურინიოს ხელმძღვანელობით გავლილი ეს სკოლა მას ტაქტიკურად მრავალფეროვან, სრულყოფილ ნახევარმცველად ჩამოაყალიბებს, რომელსაც თანაბრად ეფექტურად შეეძლება როგორც თამაშის რიტმის კარნახი სიღრმიდან, ისე შეტევის დასკვნით ფაზაში გადაწყვეტილების მიღება. ეს არის პროექტი, რომელიც არდას უბრალოდ ნიჭიერი შემტევიდან მსოფლიო დონის თამაშის დირიჟორად ქცევას უზრუნველყოფს.

ფაქტი ის არის, რომ თურქი მოთამაშე „განსაკუთრებულს“ ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ მის ნიჭს სათანადო გამოყენება სჭირდება.


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 491

კარგი ბიჭია მაგრამ ჯუდის დაბრუნების მერე არავინ დატოვებს ათიანზე


2

13 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5

ძალიან სიღრმისეული სტატიაა და ვნახოთ იმედია მართლა ასე მოხდება


3

2 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 125

ყ.ლ.ი.სგან სალამური რომ გამოდიოდეს მაგას ალონსო დო ანჩელოტი გამოიყვანდნე, ჟოზემ ამას რა ტრანსფორმაცია უნდა გაუკეთოს ნორმალური საშუალო დონის ვილარეალის დონის იგროკია და დარჩება მასე 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (91)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)