ვალვერდე:„მნიშვნელოვანია გუნდმა სისწრაფეები გააუმჯობესოს“
ფედე ვალვერდემ „ფერენცვაროშთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ამ მატჩმა არაერთი დეტალი დაგვანახა. გუნდი ეტაპობრივად ივსება. ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე 3 კვირაა ვარჯიშობს, ზოგიერთი კი რამდენიმე დღე.“
„ჩვენ გვჭირდება სინთეზი. სისწრაფეები უნდა განვავითაროთ და მაქსიმუმი გავიღოთ დინამიური და ესთეტიური ფეხბურთის საჩვენებლად.“
„როდესაც ბავშვი ხარ, ყოველთვის ოცნებობ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშზე. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული პრივილეგია მაქვს. მე არამხოლოდ მოთამაშე, არამედ კაპიტანი ვარ. მსურს, რომ თამაშები არასდროს დასრულდეს, ვინაიდან ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.“
„მოურინიომ ბევრი ახალი იდეა მოიტანა. მსურს, ბევრი ვისწავლო პორტუგალიელისგან და გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი.“
„ვულოცავ ბერნარდუს, მისი დებიუტი შედგა. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბლანკოსში“ ძალიან ბევრს მიაღწევს.“
- დღეს, 10:49
- 219
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



