მოურინიო:„ბევრი კომპონენტი გაუმჯობესებულია“

ჟოზე მოურინიომ „ფერენცვაროშთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პირველ რიგში მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ კლუბს. ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული.“

„ჩვენი მორიგი ნაყოფიერი ტესტ მატჩი ჩავატარეთ, სადაც დავინახეთ, რომ ბევრი კომპონენტი გაუმჯობესებულია.“

„„ფერენცვაროშს“ გაცილებით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ეს დინამიკასაც ეტყობოდა. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ.“

„როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში კონკრეტული მონახაზი გვქონდა, რომლის შესრულებითაც კმაყოფილი ვარ.“

„მეორე ტაიმში მოედანზე შევიდნენ ფეხბურთელები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაგვიბრუნდნენ. მათ რა თქმა უნდა, სჭირდებათ მეტი დრო მეტი დინამიკისთვის. მე დავინახე რამდენიმე ხარვეზი, რომელსაც მომდევნო დღეებში აუცილებლად გამოვასწორებთ.“

„კოლექტიურად ვმსჯელობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგები ვაჩვენოთ. გუნდს სჭირდება მრავალმხრივობა, შეტევებში სწრაფი გადასვლა, საჭიროების შემთხვევაში მეტი ვერტიკალური თამაში და სინქრონიზაცია.“

„ვინისიუსი ახლახანს დაბრუნდა. მიხარია, რომ ბრაზილიელმა კონტრაქტი განაახლა, ეს მნიშვნელოვანი იყო, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის. უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ-ამერიკელი წინახაზელი საოცარ ფიზიკურ კონდიციაშია და სისწრაფეებს მარტივად ანვითარებს.“

„ვულოცავ ბერნარდუ სილვას, მან პირველად მოირგო სამეფო კლუბის მაისური. პორტუგალიელ ვარსკვლავს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც ძალან მნიშვნელოვანია. ბერნარდუს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (91)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)