ბერნარდუ:„ეს დღე ჩემთვის დასამახსოვრებელია“
ბერნარდუ სილვამ უნგრეთში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მართალია ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან „რეალის“ ღირსება პირველად დავიცავი.“
„მიხარია, რომ თანაგუნდელებმა შესანიშნავად მიმიღეს, ადაპტაცია რთული არ იქნება.“
„მთავარი რიტმის აკრეფაა. ჯერ მხოლოდ პირველი კვირა მაქვს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სეზონის სტარტს ძალიან მაღალ დონეზე შევხვდები.“
„მრავალმხრივობა? გუნდს იქ დავეხმარები, სადაც დავჭირდები. მე შემიძლია როგორც სიღრმიდან თამაში, ასევე პრესინგი და ფლანგიდან შეტევა. ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.“
„თანაგუნდელების შეცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვიცოდე, ვის რა სჭირდება კონკრეტულ მომენტში.“
„მომდევნო კვირებში ჩვენი ვარჯიშები შემაჯამებელ ხასიათს მიიღებს.“
- დღეს, 10:40
- 462
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



