„რეალის“ რესურსის ზრდა და გაძლიერება გრძელდება
მიმდინარე ზაფხული მადრიდის „რეალისთვის“ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.
2009 წელს ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუ, რიკარდო კაკა, კარიმ ბენზემა, ალონსო, რაულ ალბიოლი და ალვარო არბელოა დაიმატა.
ამის შემდეგ გუნდს ასეთი მასშტაბური პოლიტიკა არ ჰქონია.
მადრიდული საზოგადოება იხსენებს 2018 წელსაც, როდესაც მადრიდულმა გრანდმა ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი დაიმატა, ასევე იყო სხვა წერტილოვანი გაძლიერებაც, თუმცა არა ისეთი მასშტაბური, როგორიც 2009 წელს.
ახლა კი ფაქტია, რომ საქმე ისტორიულ სატრანსფერო ფანჯარასთან გვაქვს.
ფლორენტინო პერესმა უკვე დაიმატა ბერნარდუ სილვა, დუმფრისი, იბრაჰიმა კონატე, კარლოს ესპი და მარკ კუკურეია.
გზაშია და ძალიან მალე გაოფიციალურდება იან დიომანდეს ტრანსფერი, თუმცა სამეფო კლუბი გაჩერებას კვლავ არ გეგმავს.
პერესი პირობას დებს, რომ გუნდში როდრი და ალესანდრო ბასტონიც მოვლენ, ამით კი სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება.
8 ახალი სახე, ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილად ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება რესურსის ზრდისკენ.
ჟოზე მოურინიო ღიად აცხადებს, რომ როდესაც გუნდს ყველა ტურნირზე აქვს პრეტენზია, აუცილებლად უნდა არსებობდეს დიდი რესურსი იმისთვის, რომ ტრავმების რისკის დაზღვევა მოხდეს.
- დღეს, 12:35
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




