ფრანკო მასტანტუონო 1 წლიანი იჯარით „ფიორენტინაში“ ითამაშებს
მადრიდის „რეალსა“ და ფლორენციის „ფიორენტინას“ შორის მოლაპარაკება შედგა.
ფრანკო მასტანტუონო ერთწლიანი იჯარით სერია A-ში ითამაშებს. არგენტინელი წინახაზელი მადრიდულ გრანდში 2027 წლის 30 ივნისის შემდეგ დაბრუნდება.
„ფიორენტინას“ არ აქვს შემტევის გამოსყიდვის უფლება.
ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელის ხელფასის 75%-ს იტალიური კლუბი გადაიხდის, ხოლო 25%-ს „რეალი“.
ამ ეტაპზე მასტანტუონო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება კი მომდევნო საათებში გაკეთდება.
- დღეს, 20:27
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




