ბრაჰიმ დიასი:„ახალ სეზონში სერიოზული ამბიციები გვაქვს“

ბრაჰიმ დიასმა სამეფო კლუბის დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

„ახალ სეზონში დიდი ამბიციები გვაქვს. მოუთმენლად ველოდი დაბრუნებას და ვარჯიშის განახლებას. თანაგუნდელებთან ერთად შეკრებები ყოველთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.“

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებები, დავიბრუნოთ ტიტულები და ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე.“

„ფიზიკური თვალსაზრისით 100%-ით მზადყოფნა სეზონის სტარტზე მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის ფუნდამენტი, რაზეც ტაქტიკური და ტექნიკური მონახაზი შეიძლება აეწყოს.“

„მოურინიო ერთიანობას მოითხოვს. თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს, რომ მადრიდელია. ერთმანეთისთვის თავის გაწირვაც კი უნდა შევძლოთ.“

„პორტუგალიელმა სპეციალისტმა ათწლეულების მანძილზე დაამტკიცა საკუთარი კლასი და უდიდეს გამოცდილებას ფლობს. ის ხშირად ითხოვს ინტენსიურ ხასიათს, სისწრაფეს და შეტევების კრეატიულ განვითარებას.“

„ფეხბურთისგან ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი. დასვენება კარგი იყო, რადგან ენერგია აღვიდგინე, თუმცა ახლა საქმეში მიხილავთ. ეს დღეები მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (57)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)