მთავარი შეხვედრა მადრიდში
„ლაიფციგის“ ორი წარმომადგენელი მადრიდში იმყოფება, ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა იან დიომანდეს წარმომადგენელიც. ასევე „ბლანკოსის“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც დიომანდეს სატრანსფერო უფლებების წილი აქვს.
„რეალს“ სურს, რომ შეთანხმება დღეს დახუროს და უახლოეს საათებში ოფიციალური განცხადება გააკეთეს.
დიომანდე საგა უკვე 2 კვირაა გრძელდება. რეალურად შეთანხმება 10 დღეზე მეტია მიღწეულია, მაგრამ სახელშეკრულებო ნაწილში არსებული ურთულესი პუნქტების გამო, მოთამაშის გამადრიდელება „გაიწელა“.
„მარკას“ ინფორმაციით, დღევანდელი ოფიციალური შეხვედრა ფაქტობრივად ყველა კითხვას მოხსნის.
ასევე ცნობილია, რომ იანის „ბლანკოსში“ ტრანსფერიდან, საერთო ღირებულების 5%-ს „ლეგანესიც“ მიიღებს, რომელსაც მოთამაშის სატრანსფერო უფლებების მცირედი აქვს მფლობელობაში.
- დღეს, 20:10
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




