ვინი:„მოურინიო ითხოვს, რომ სტილი არ შევიცვალო“

ვინისიუს ჟუნიორმა „რეალის“ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ სამეფო კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა.

„შარშანდელი სეზონი ძალიან რთული და დამღლელი იყო, რასაც დაემატა მსოფლიო ჩემპიონატი, მუნდიალის წინა სამზადისი და ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა.“

„დასვენება შევძელი, ახლა კი კლუბში დავბრუნდი და ვარჯიში განვაახლე.“

„თანაგუნდელები შესანიშნავა დამხვდნენ, ისევე როგორც მთავარი მწვრთნელი და ახალი შტაბი.“

„მოურინიო ჩემგან იგივე სტილში თამაშს მოითხოვს, მას სურს, რომ სტილი არ შევიცვალო, მაქსიმალურად თავისუფალი ვიყო და გუნდს დავეხმარო.“

„გუნდში არაერთი ახალწვეულებია. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ გარკვეული დრო იმისთვის, რომ სათანადო ადაპტაცია გაიარონ.“

„დარწმუნებული ვარ, მადრიდული გრანდი ახალ სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (43)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)