„რეალი“ და „რომა“ ვერ შეთანხმდნენ
მადრიდის „რეალი“ და „რომა“ ენდრიკ ფელიპეს საიჯარო ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ.
როგორც ჩანს, რომაელთა წინადადება მისაღები არ არის.
ამ ეტაპზე ენდრიკი „ბლანკოსთან“ ერთად ვარჯისობს, თუმცა კლუბის თავდასხმის ხაზში არსებული კონკურენციის ფონზე, მისი დარჩენა ნაკლებადაა სავარაუდო.
კარლოს ესპის ტრანსფერის შემდეგ, არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ ენდრიკი იმედგაცრუებული იყო.
ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის გარდა „რეალს“ წინა ხაზში მბაპე, ვინისიუსი, ესპი, ბერნარდუ სილვა, ბრაჰიმ დიასი და ტრავმირებული როდრიგო ჰყავს, რაც თავისთავად ძალიან დიდი რესურსია.
ამ ყველაფერს ემატება იან დიომანდეს დაუსრულებული სატრანსფერო საგა. თუ „ლაიფციგის“ შემტევიც მადრიდისტა გახდება, ენდრიკის შანსები კიდევ უფრო შემცირდება.
- დღეს, 16:59
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



