დიომანდეს ტრანსფერზე პრობლემები გრძელდება

იან დიომანდეს ტრანსფერზე სერიოზული პრობლემებია შექმნილი. „ლაიფციგთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ასევე მზად არის კონტრაქტის, რომელსაც მხოლოდ ხელმოწერა სჭირდება, მაგრამ ფეხბურთელის ყოფილი წარმომადგენლის მიერ წამოჭრილმა დავამ ბევრი რამ შეაფერხა.

„რეალს“ არ სურს არცერთი კითხვისნიშნის არსებობა და შემდეგ სატრანსფერო პრობლემების შექმნა, სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობს, სამართლებრივად გამართულ შეთანხმებას მიაღწიოს.

ფაქტია, რომ დიომანდეს სატრანსფერო უფლებების ირგვლივ დიდი ბუნდოვანებაა.

იგივეს თქმა შეიძლება საიმიჯო უფლებებზეც, სადაც რამდენიმე პირია ჩართული.

„მარკას“ ინფორმაციით, „რეალს“ ტრანსფერის სასწრაფოდ დასრულება სურს, მაგრამ თუ პრობლემები კვლავ გაგრძელდება, გარიგება შესაძლოა საერთოდ ჩაიშალოს.

უახლესი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მადრიდელი იურისტები მაქსიმალურად ცდილობენ არსებული გამოწვევების გადაჭრას და შეთანხმების დასრულებას.


1

4 აგვისტო 2026 20:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 443

პერესს უფასოდ უყვარს ფეხბურთელების ყიდვა,მაგრამ ამჯერად სამი თითის კომბინაცია დაანახა ლაიფციგმა.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (14)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)