ბერნარდუ სილვა:„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ“
ბერნარდუ სილვამ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა.
„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. სამედიცინო შემოწმება გავიარე და ვარჯიშებზე სრულფასოვანი დატვირთვის მიღებისთვის სრული მზადყოფნა მაქვს.“
„საფრანგეთსა და ინგლისში ბევრი მნიშვნელოვანი წელი გავატარე, ახლა კი მადრიდული თავგადასავლის დრო მოვიდა.“
„„რეალში“ გადმოსვლა ჩემთვის დიდი მოტივაციაა. მიხარია, რომ ისტორიულ კლუბში ვითამაშებ.“
„ესპანეთი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ხშირად შვებულების დღეებს ამ ქვეყანაში ვატარებდი.“
„ახლა მთავარია ინტენსიური ვარჯიში და ფორმაში დროულად ჩადგომა.“
„რას ვუსურვებდი საკუთარ თავს? სწრაფ ადაპტაციას, ტრავმების გარეშე თამაშს და ბევრი ტიტულის მოგებას.“
„ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა საინტერესო იქნება. პორტუგალიელი სპეციალისტი კოლოსალურ გამოცდილებას ფლობს.“
- დღეს, 16:00
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



