ვარჯიში ვინისიუსთან, ბერნარდუსთან და ბრაჰიმ დიასთან ერთად
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კვირის პირველი ვარჯიში გამართეს. სესიას სამივე ახლადდაბრუნებული ფეხბურთელი დაესწრო.
ვარჯიშის პირველი ნაწილი თავიდან ბოლომდე ფიზიკურ კონდიციებს დაეთმო, შემდეგ კი ფეხბურთელებმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლეს და ბურთთან ერთად ივარჯიშეს.
ჟოზე მოურინიომ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შეტევაში სწრაფ გადასვლებში, კარში დარტყმებზე, პრესინგსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე.
ვინი, ბერნარდუ და ბრაჰიმი ფიზიკურ კონდიციებს პრიორიტეტს ანიჭებენ, ხოლო ბურთთან ერთად გუნდურ ვარჯიშებში 100%-ით ხვალიდან ჩაერთვებიან.
ასევე ცნობილია, რომ მოურინიო დღეს მეორე სესიასაც ჩაატარებს.
- დღეს, 13:30
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




