„რეალში“ დიომანდეს ტრანსფერისთვის სამართლებრივი პროცედურები დაიწყეს
იან დიომანდეს ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი იწერება. „ლაიფციგთან“ შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მოთამაშის გამადრიდელებას ხელს ყოფილი აგენტი უშლის, რომელმაც „ფიფაში“ საჩივარი შეიტანა და გარკვეული კომპენსაცია მოითხოვა.
ამ ეტაპზე „რეალის“ იურისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი „ფიფასთან“ მუშაობს და სამართლებრივ საფუძვლებს იკვლებს.
„ას“-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ პრეზიდენტმა იურისტებს ფორსირებულ რეჟიმში მუშაობა დაავალა.
დიომანდესთან პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია, ასევე ტრანსფერის საწინააღმდეგო არაფერი აქვს „ლაიფციგს“, შესაბამისად, ერთი კონკრეტული პირის და მის ირგვლივ არსებული კომპანიის გამო, შეთანხმება არ უნდა ფერხდებოდეს.
მადრიდული გამოცემები დამატებით იუწყებიან, რომ „ბლანკოსი“ გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რომელიც მის ხელთ არის არსებული.
- დღეს, 12:27
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




