როგორ დაიწყეს ფეხბურთელებმა ეს სეზონი?!
ამ სტატიაში მოდით ყურადღება გავამახვილოთ , თუ როგორ დაიწყო "მადრიდის რეალის" ამა თუ იმ ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი. ახალმა ტრანსფერებმა თითქოსდა გაამართლა, მაშინ როცა, ძველ ფეხბურთელებს თამაშის ხარისხის გაუმჯობესება ჭირდებათ. დიახ, შეიძლება ბევრმა თქვას, რომ კლუბი სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს , მაგრამ ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს. ამდენი ტური გავიდა და "თეთრებს" მხოლოდ ორად ორი გოლი აქვთ გაშვებული. "ლა კორონიის დეპორტივოსთან" მატჩში კი , როგორც რონალდუმ , ასევე იგუაინმა გოლები გაიტანეს. შესაძლოა ამ ბოლო ფაქტმა დასაბამი დაუდოს მათი უგოლო სერიის დასასრულს.
"მადრიდის რეალს" წინ კიდევ ბევრი თამაში ელის, მაგრამ იმ თამაშებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაატარეს, კლუბის მომავალი კარგ ფერებშია დახატული.
ქულების დაწერისას გამოყენებულია 10 ბალიანი შეფასების სისტემა.
"მადრიდის რეალს" წინ კიდევ ბევრი თამაში ელის, მაგრამ იმ თამაშებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაატარეს, კლუბის მომავალი კარგ ფერებშია დახატული.
ქულების დაწერისას გამოყენებულია 10 ბალიანი შეფასების სისტემა.
იკერ კასილასი–8.0
"მადრიდის რეალის" კაპიტანს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონში ცუდი სტარტი არ ქონია, მან მხოლოდ და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. სხვა შემთხვევებში კი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. შეიძლება თქვათ, რომ ეს დაცვის ხაზის დამსახურებაა, პრინციპში ასეც არის, მაგრამ იყო რიგი ეპიზოდებისა, როცა მცველებმა შეცდომა დაუშვეს და კაპიტანმა კლუბი, როგორც ჩვევია ხოლმე, გოლის გაშვებისგან იხსნა. მას ესმის, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი (მთელი თამაში კარში უქმად დგომა) მოსაწყენი იყოს. მთავარი ამ ეტაპზე თამაშის მსვლელობისას მაქსიმალური კონცენტრაციაა.
სერხიო რამოსი–6.5
სერხიო რამოსს სეზონის საუკეთესო სტარტი არ ქონია. მისი თამაში "რეალ სოსეიდადის" წინააღმდეგ შეიძლება მისთვის ბოლო დროს ყველაზე ცუდ თამაშების სიაში შევიყვანოთ. აღსანიშნავია, რომ ის ნელ–ნელა ბრუნდება ტრავმიანობის შემდეგ.თუ გავითვალისწინებთ მაურინიოს ნდობას მის მიმართ,იმედი დავიტოვოთ, რომ ადრე თუ გვიან ის იპოვის საკუთარ თამაშს. ამავდროულად შეგვიძლია გავიხსენოთ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლიტვის წინააღმდეგ თამაში, სადაც სერხიო რამოსი ერთ–ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) მოთამაშე იყო.შეგახსენებთ–მაშინ რამოსმა ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
პეპე–7.5
პორტუგალიელი დაცვის ცენტრში სოლიდურად გამოიყურება. იგი ყოველ თამაშში პროგრესირებს და შესაბამისად ხელს უწყობს "მადრიდის რეალის" დაცვის ხაზის მყარ თამაშს. მისი აქტიურობის შედეგია ის, რომ მან შეძლო ერთი გოლის გატანა.
ნაკლი: მან მოასწრო ერთი წითელი ბარათის მიღება. ამავდროულად ამ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ეწურება და გავრცელდა ხმები, რომ იგი მის გაუმჯობესებულ ვარიანტს ითხოვს.
ნაკლი: მან მოასწრო ერთი წითელი ბარათის მიღება. ამავდროულად ამ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ეწურება და გავრცელდა ხმები, რომ იგი მის გაუმჯობესებულ ვარიანტს ითხოვს.
რიკარდო კარვალიო–9.0
32 წლის ვეტერანმა "თეთრების" დაცვის ხაზს დამატებითი სიმყარე შემატა და ეს ტრანსფერი ამ სეზონში საუკეთესოდაც აღიარეს.კარვალიოს გამოცდილება და სიმშვიდე დიდ ზეგავლენას ახდენს "ბლანკოსების" თამაშზე, მისი და პეპეს პარტნიორობა/დუეტი შედგა და ამ მოსაზრებას პორტუგალიის მთავარი მწვრთნელიც კი იზიარებს. მან შეძლო "რეალისთვის" სეზონში პირველი გოლის გატნა. 8 მლნ. ევრო, რომელიც ამ ფეხბურთელში გადაიხადეს მისი თამაშიდან გამომდინარე, მხოლოდ ხურდა ფულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ნაკლი: მან "თავისი წვლილი" შეიტანა "ლა კორონიის დეპორტივოს" წინააღმდეგ თამაშში გაშვებულ გოლში, როცა პოზიციასწორად ვერ შეარჩია.
ნაკლი: მან "თავისი წვლილი" შეიტანა "ლა კორონიის დეპორტივოს" წინააღმდეგ თამაშში გაშვებულ გოლში, როცა პოზიციასწორად ვერ შეარჩია.
მარსელო–9.0
ახალგაზრდა ბრაზილიელს ამ სეზონში ბრწყინვალე სტარტი ქონდა. ჩვეულებრივი 2009/2010 წლების სეზონის შემდეგ , ყველანი იმაზე მსჯელობენ, თუ რა უთხრა მაურინიომ ფეხბურთელს ისეთი, რომ მან სეზონი ასე რიხით და ბრწყინვალებით დაიწყო. როგორც ყოველთვის, ის შესანიშნავად ერთვება შეტევებში და არც დაცვაში თამაშის მხრივ განუცდია უკუსვლა. ეჭვგარეშეა, რომ თუ მარსელო ასე გააგრძელებს და ბევრს იშრომებს, მაშინ ჩვენ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველს ვიხილავთ.
ნაკლი: გამოუცდელობა–მას შეეძლო მიეღო ყოვლად უსაფუძვლო წითელი ბარათი, როცა ცდილობდა ხუან როდრიგესის თავით დარტყმული ბურთის მარცხენა ხელით მოგერიებას, მისთვის სასიკეთოდ, მან ეს მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. (ეს მოხდა "დეპორტივოს" წინააღმდეგ თამაშში)

ალვარო არბელოა–7.0
როგორც ყოველთვის , ესპანელი დაცვაში კარგად გამოიყურება და სერხიო რამოსსაც ფლანგზე კარგად ცვლის. ჯერჯერობით ცუდად არ უთამაშია.
ნაკლი: შეტევებში ჩართვისას თავდაჯერებულობა აკლია.
ნაკლი: შეტევებში ჩართვისას თავდაჯერებულობა აკლია.
სამი ხედირა–6.5
არც თუ ისე კარგი სტარტი გერმანელი ნახევარმცველისთვის, მაგრამ ხაბი ალონსოსთან პარტნიორობას კარგად ართმევს თავს. ფაქტია, რომ მან მოახერხა ლასანა დიარას სათადარიგოთა სკამზე გამწესება. ის მაურინიოს დავალებებს პირნათლად ასრულებს მოედანზე. ამავდროულად მას ჯერ არ მოუბეზრებია თავი ჩვენთვის თავისი უმოძრაობით. ერთ–ერთ თამაშში ხედირამ 90 წუთის განმავლობაში თერთმეტი კილომეტრი დაფარა.
ნაკლი: ბურთის ფლობისას ნელია და შემოქმედებითაც დიდად არ გამოირჩევა
ნაკლი: ბურთის ფლობისას ნელია და შემოქმედებითაც დიდად არ გამოირჩევა
ლასანა დიარა–6.0
ფრანგი, როგორც ყოველთვის ბევრს მუშაობს, ძლიერია და უხეშობასაც უმატა. მან რვიდან ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ როგორც ჩანს, ამით თვითონაც არაა კმაყოფილი.
ნაკლი: ის ღებულობს სრულიად უაზრო გაფრთხილებებს და ამით სტანდარტული მდგომარეობის შესრულებისას საფრთხეს უქმნის კლუბს. ამან დიდ თამაშებში შესაძლოა კლუბს უდიდესი ზიანი მიაყენოს. საფრანგეთში ისიც კი დაწერეს, რომ ლასანა საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და შესაძლოა იანვარში სხვა კლუბს მიაშუროს.

ხაბი ალონსო–8.5
პასების მეფე მოედანზე ნამდვილი კაპიტანია. მიუხედავად იმისა, რომ იგი კაპიტნის სამკლაურს არ ატარებს, კლუბში ლიდერის ფუნქცია თავის თავზე აქვს აღებული. მისი გრძელი გადაცემები, როგორც ყოველთვის ბრწყინვალე.
ნაკლი: "რეალ სოსეიდადში" სტუმრობისას მან არც თუ ისე ძლიერი თამაში ჩაატარა.
ნაკლი: "რეალ სოსეიდადში" სტუმრობისას მან არც თუ ისე ძლიერი თამაში ჩაატარა.
მესუთ ოზილი–8.0
ზარმაც თვალებიანმა მკვლელმა "მადრიდის რეალში" გადმოსვლის შემდეგ კარგი სტარტი აიღო. მან ორ საშინაო შეხვედრაში ფეხზე წამომდგარი მადრიდისტების ოვაციებიც დაიმსახურა. საგოლე გადაცემებსაც აკეთებს და გოლის გატანაც მოახერხა. 16 მლნ. ევრო, რომელიც ამ ფეხბურთელში გადაიხადეს ტყუილად არ ყოფილა გადაყრილი.
ნაკლი:მას კვლავაც არ შეუძლია მთელი 90 წუთის მანძილზე თამაში.
ნაკლი:მას კვლავაც არ შეუძლია მთელი 90 წუთის მანძილზე თამაში.
ანხელ დი მარია–8.0
ფეხბურთელი კარგად მოერგო მაურინიოს ფორმაციის "მადრიდის რეალს" და რაც მთავარია დი მარიას შეძენის შემდეგ შესაძლებელი ხდება არიენ რობენისა და რობინიოს წასვლით დარჩენილი სივრცეების ამოვსება.
ნაკლი: უპირატესობას დრიბლინგს ანიჭებს, ნაკლებად იძლევა პასებს და ჯერ კიდევ გასასწორებელი აქვს შორეული დარტყმები.
ნაკლი: უპირატესობას დრიბლინგს ანიჭებს, ნაკლებად იძლევა პასებს და ჯერ კიდევ გასასწორებელი აქვს შორეული დარტყმები.
კრიშტიანო რონალდუ–6.5
CR7–ის მიერ აღებული სტარტი ამ სეზონში საშინელებაა. ეჭვგარესეა, რომ ჩატარებული შეხვედრების განმავლობაში ის თამაშში ჩართვას ვერ ახერხებდა. მიუხედავად ამისა, "დეპორტივოსთან" მატჩში , მან კარგად ითამაშა, ისევე როგორც პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში, როცა პორტუგალიელები დანიას ეთამაშებოდნენ. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მისი დაბრუნების ნიშანია. ერთადერთი, რაც მას სჭირდება არი უფრო მეტი ტავდაჯერებულობა და გარეშე პირებიდან ზეწოლის კარგი კონტროლი. მიუხედავად ამისა, საგანგაშო მისთვის არაფერია, ვინაიდან მაურინიომ მას უკვე მიანიჭა შეუხებლის სტატუსი, ასე რომ რონალდუს შეუძლია უფრო მეტი მონდომებით გააგრძელიოს მუშაობა.
ნაკლი: მისი დარტყმები უმეტეს შემთხვევაში არასაჭიროა
ნაკლი: მისი დარტყმები უმეტეს შემთხვევაში არასაჭიროა
გონსალო იგუაინი–6.5
ბევრს შესაძლოა ეს შეფასება არასამართლიანად მოეჩვენოს, მაგრამ მას და რონალდუს ერთი და იგივე პრობლემა აქვთ, გოლების ვერ გატანა. პიპიტამ ბევრი შანსი გაანიავა ამ სეზონში, მაგრამ ორი გაიტანა დ აორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. მისი სათამაშო ფორმა არცთუ ისე სახარბიელოა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ იგი დაბრუნდება. წინა ორმა სეზონმა ნათლად დაამტკიცა მისი პოტენციალი.
ნაკლი: საგოლე მომენტების ასე ხშირი განიავება.
ნაკლი: საგოლე მომენტების ასე ხშირი განიავება.
და ბოლოს
ჟოზე მოურინიო–
არც თუ ისე ცუდი სტარტი ახალ ლიგაში. იგი კვლავ დაუმარცხებელია. მის დაცვის ხაზი შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მისი კლუბი შესაძლოა სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობდეს, მაგრამ ეს ადამიანი პრიორიტეტებს სწორად ადგენს. არის თუ არა ის დაცვითი სტგილის მიმდევარი? არა, უბრალოდ ის კლუბს ასწავლის თუ როგორ უნდა დაიცვას თავი კარგად. ამაში დიდი განსხვავებაა.
- 14 ოქტომბერი 2010
- 2 596
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.