"რეალი" ფაბიანოს აკვირდება
ესპანურ პრესაში ირწმუნებიან, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო, "სევილიას" გამოცდილი ფორვარდის, ლუიშ ფაბიანოს გადაბირებით არის დაინტერესებული. პორტუგალიელი სპეციალისტი, საკუთარი სურვილის დაკმაყოფილებას ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აპირებს.
Tuttomercatoweb-ის ცნობით, 'განსაკუთრებული' კარიმ ბენზემას ასპარეზობით უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის ძებნას გამალებით ცდილობს. ამჯერად, მადრიდელთა მთავარი სამიზნე, ბრაზილიელი ლუიშ ფაბიანოა, რომელიც ამჟამად ესპანური "სევილიას" ღირსებას იცავს.
ფაბიანოს გასხვისების საკითხი, გასულ ზაფხულსაც სერიოზულად განიხილებოდა, ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას ინგლისური "ტოტენჰემი" და ფრანგული "მარსელი" ცდილობდნენ, მაგრამ 30 წლის სამხრეთ ამერიკელმა საშუალო დონის კლუბში გადასვლას "სევილიაში" დარჩენა ამჯობინა.
ლუიშ ფაბიანოს სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
ავტორი: Kevlisha
- 14 ოქტომბერი 2010
- 1 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.