მასტანტუონო იჯარით მიდის
ფრანკო მასტანტუონო იჯარით მიდის, თუმცა არა „რივერ პლეიტში“. ფეხბურთელის დიდი სურვილის მიუხედავად, „რეალმა“ მას აუხსნა, რომ ახლა ევროპის საზღვრების დატოვება, მას პროგრესში და ადაპტაციაში ხელს შეუშლის.
ამ ეტაპზე ფრანკოს დამატების ყველაზე რეალური კანდიდატები „რომა“ და „ფიორენტინა“ არიან.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ფიორეს“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დღესაც გაიმართება, ვინაიდან ფლორენციელები „რეალს“ ამხანაგურ დაპირისპირებაში შეხვდებიან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჟოზე მოურინიო მასტანტუონო ავსტრიაში აღარ წაიყვანა, ვინაიდან ფეხბურთელი მადრიდს დროებით დატოვებს.
„ას“-ის ინფორმაციით, მასტანტუონო ახალ კლუბს 1 წლიანი იჯარით შეუერთდება.
- დღეს, 15:34
- 47
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



