ესპი:„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“
კარლოს ესპიმ „რეალის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თავი სიზმარში მეგონა. ვფიქრობდი, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. ძალიან ინტენსიური ვარჯიშისთვის მზად ვარ, ვინაიდან პრესეზონი დიდი ხანია დავიწყე.“
„პირველი დღის შთაბეჭდილებით მივხვდი, რომ აქ ყველა დეტალს აქცევენ ყურადღებას.“
„მზად ვარ, გამოწვევების მისაღებად და ვიცი, რომ აქ ბევრი რამის სწავლა შეიძლება.“
„თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“
„ტიპიური ცენტრ ფორვარდი ვარ, სხვა პოზიციებზე თამაში ჩემი საქმე არ არის. მიყვარს მეორე სართულზე ორთაბრძოლები და გადამწყვეტი დარტყმის შესრულება.“
„მოტივაციის ნაკლებობა ნამდვილა ვერ მექნება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოვხვდი.“
- დღეს, 12:00
- 48
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



