ზიზუ:„„რეალისგან“ შემოთავაზებები მქონდა“

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ის „მამლებს“ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ლეგენდამ გამართულ პრესკონფერენციაზე არაერთ საინტერესო შეკითხვას გასცა პასუხი, მათ შორის ისაუბრა „რეალსა“ და კილიან მბაპეზე.

„ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი დღეა. საფრანგეთის ნაკრებში ფეხბურთელის რანგში უდიდესი ეპოქა შევქმენი და ბევრი ტიტული მოვიგე. მაშინდელი თაობა განსაკუთრებული იყო, თუმცა გუნდმა დაამტკიცა, რომ ახალ თაობებშიც არ გვქონდა პრობლემა.“

„ის, რომ 2018 წელს ნაკრებმა მუნდიალი მოიგო, ხოლო შემდეგ ფინალურ ეტაპზე გავიდა, მცირე შედეგი არ არის, თუმცა ჩვენს გულშემატკივარს რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველი ადგილი აკმაყოფილებს და ეს ბუნებრივია, რადგან გვაქვს რესურსი, რომლითაც მუდმივად შეიძლება გამარჯვებების მიღწევა.“

„სანაკრებო დონეზე მუშაობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები, მაქსიმალურად ეფექტური ვიყო.“

„მას შემდეგ, რაც „რეალიდან“ წამოვედი, არაერთი გუნდი დამიკავშირდა, თანაც 4-ჯერ, 5-ჯერ და მეტჯერ, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი სურვილი საფრანგეთის ნაკრები იყო, ამიტომ საკლუბო ასპარეზზე აღარ გავედი. ისევ „ბლანკოსი“? დიახ, მქონდა საუბრები მადრიდულ გრანდთანაც, თუმცა ისინი პატივს სცემდნენ, ჩემს გადაწყვეტილებას.“

„მბაპე იდეალური ფეხბურთელია, მასზე საუბრის დრო მომავალშიც გვექნება, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კილიანი ოქროს ბურთს მოიგებს.“

„შეტევაში არნახული პოტენციალი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, კილიანი, დემბელე, ოლისემ და სხვები კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავლენ და ეფექტურები ვიქნებით, როგორც ერთა ლიგაზე, ასევე ევროპის 2028 წლის  და მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე.“

„აბსოლუტურად მშვიდად ვარ, ჩემთვის ზეწოლას არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. საქმე პროფესიონალურად უნდა ვაკეთო.“


1

29 ივლისი 2026 20:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 442

ზიზუ ლეგენდა ხარ როგორც ფეხბურთელის რანგში,ისე მენეჯერის.


2

29 ივლისი 2026 20:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 773

იმდენად უმაღლესი დონის მწვრთნელი არ არის რამდენადაც იღბლიანია, ძალიან მაგარ დროს წრთვნიდა რეალს, ძირითადი ბირთვი ხო იდეალური გვყვავდა და ამავე დროს ზამენებიდან ისკო, ასენსიო და ვასქესი სასწაულებს ახდენდნენ. ბოლოს ბეილს აიგნორებდა და ფაქტიურად თამაშის სურვილიც დაუკარგა, ასევე ვინისიუსს ძალიან მინიმალურ დროს აძლევდა, უფრო აზარზე აკეთებდა გათვლას და ზუსტად მაგის გამო წავაგეთ იმ წელს ნახევარფინალი ჩელსისთან 2:0. არა და აშკარად უკეთესი გუნდი გვყვავდა. 


3

30 ივლისი 2026 10:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 442
29 ივლისი 2026 20:31, გურჯი says:

იმდენად უმაღლესი დონის მწვრთნელი არ არის რამდენადაც იღბლიანია, ძალიან მაგარ დროს წრთვნიდა რეალს, ძირითადი ბირთვი ხო იდეალური გვყვავდა და ამავე დროს ზამენებიდან ისკო, ასენსიო და ვასქესი სასწაულებს ახდენდნენ. ბოლოს ბეილს აიგნორებდა და ფაქტიურად თამაშის სურვილიც დაუკარგა, ასევე ვინისიუსს ძალიან მინიმალურ დროს აძლევდა, უფრო აზარზე აკეთებდა გათვლას და ზუსტად მაგის გამო წავაგეთ იმ წელს ნახევარფინალი ჩელსისთან 2:0. არა და აშკარად უკეთესი გუნდი გვყვავდა. 

იღბალის ხარჯზე მოიგო ზიდანმა,თორემ ისე აზრზე არ არის ხომ???)))))


4

30 ივლისი 2026 20:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 129

ბმაპე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს ზიზუ წელს და აწი კარიერაშიც გაუჭირდება ალბათ ვერც მოიგებს 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (182)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)