დუმფრისი:„„რეალში“ დიდი მიზნებით და ამბიციებით მოვედი“

დენზელ დუმფრისმა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

„კარგია, რომ დასვენებისა და ძალების აღდგენის შემდეგ აქ მოვედი და ვარჯიში დავიწყე. „რეალში“ ტრანსფერი ჩემთვის პრიორიტეტული იყო და როგორც კი შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი.“

„აქ დიდი მიზნებით და ამბიციებით მოვედი. ვიცი, რომ ჟოზე მოურინიო ტაქტიკურად განსწავლული და ძალიან მომთხოვნი სპეციალისტია, მასთან მუშაობა ჩემთვის გამოწვევა იქნება.“

„ბაზა ძალიან დიდია, შეიძლება დაიკარგო კიდევ. „რეალის“ ინფრასტრუქტურა მართლაც საოცარი ყოფილა.“

„თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს, მათ სიყვარული გამომიხატეს. ჯერ კიდევ გუნდი შესავსებია, რადგან ფეხბურთელების ნაწილი შვებულებაში იმყოფება.“

„წინასასეზონო მზადების დროს სეზონის საფუძველი შენდება. ჩემთვის ეს დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვეცდები, საუკეთესოდ გამოვიყენო თითოეული სესია და ადაპტაცია შევძლო.“

„ესპანურ ენას ვსწავლობ, ვფიქრობ, არ გამიჭირდება ადაპტაცია.“

„ჩემთვის დიდი პატივია „მერენგების“ რიგებში ყოფნა და ვიბრძოლებ ამ გუნდის წარმატებისთვის.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (272)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)