დიომანდესთვის „პსჟ“-ც იბრძვის

იან დიომანდეზე ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული. „პსჟ“ არ ნებდება და წინახაზელის დამატებას ლამობს.

იმ ფონზე, რომ ფლორენტინო პერესი დიომანდეს ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებს და სამეფო კლუბი ამ გარიგებაში აბსოლუტური ფავორიტია, პარიზული გუნდი დანებებას მაინც არ აპირებს.

ფრანგული გამოცემების ცნობით, პარიზელებმა „ლაიფციგს“ მაცდური წინადადებით მიმართეს, თავად ფეხბურთელის მოხიბვლას კი გაცილებით მაღალი ხელფასით ცდილობენ.

„მარკას“ ცნობით, „რეალმა“ გერმანულ მხარეს ბოლო წინადადებაც გაუგზავნა და ტრანსფერის დახურვა რაც შეიძლება მოკლე დროში აქვს განზრახული.


1

26 ივლისი 2026 17:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 76
  • I’m

რავი ძაან ისეთი თემაა რა, ფიზიკურად კია მოშნი და რამე მარა ტექნიკა რო თქვა ბრწყინავსო არა რა, ნამდვილად ვერ ვხედავ საჭიროებას, თან მემარცხენეც არაა რო მაჯვნიდან ათამაშო, მესმის ამის პლიუსები ასაკი სისწრაფე და ფიზ მომზადება მარა ტექნიკა და დრიბლინგი არც ისეთი დონის არ აქ რო პირდაპირ რეალში გაიბრწყინოს . მე დიდად არ მომწონს ეს ტრანსფერი, გასაყიდები გაიყიდონ და ჰალანდზე გაიჭირვოს ბაბუმ. ჰალანდი და მბაპე დახურავენ ფეხბუეთს ერთად. სრული ბალანსია , მბაპეს გამწვავება ფლანგზე , პასი დაბალი მაღალი რაც გინდა მიეცი ჰალანდს და გოლია. მარჯვნიდან ვალვერდეც იდგებოდა 


2

26 ივლისი 2026 20:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

არ მგონია ჰალანდი და მბაპე ერთ გუნდში კარგი იყოს მერე ამათ პირველობაზე ატყდება გუნდში ახალი ბრძოლები ასე რომ ვინც გვყავს პლიუს დიომსნდე წინ მეტი არც არი საჭირო მახევარდაცვაში კი ისევ არაფერი გაგვიკეთებია თუ არ ჩავთვლით სილვას


3

26 ივლისი 2026 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33

ვინი, კამავინგა და ნიკო პასი უნდა გაიყიდოს. აღებული ფულით  დიომანდე, როდრი და  შლოტერბეკი უნდა მოვიდნენ! ყველა ხაზში სერიოზული მატება იქნება. ამის შემდეგ ჟოზე და ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ვარჯიში. გამარჯვებებიც მოვა თავისთავად და ყველაფერი დალაგდება. არავითარი ჰალანდი. ნორვეგიელი რეალს არ მოხდება და მასში ფულის გადაყრა სისულელე იქნება. კიდევ რამოდენიმე მოთამაშეა გასაშვები ან გასანათხოვრები. მობილიზებული ფულით ესპანელი პერსპექტიული ბიჭების მოყვანაა  მიზანშეწონილი 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (134)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)