ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 27 აგვისტოს ჩაინიშნა
ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის წილისყრა 27 აგვისტოს ჩაინიშნა. სწორედ აგვისტოს ბოლოს გავიგებთ, რომელ გუნდებს დაუპირისპირდება სამეფო კლუბი ევროპის მთავარ ტურნირზე.
ჟოზე მოურინიოს გუნდი კვლავ პირველ კალათშია განთესილი.
რაც შეეხება წესებს. ამ ეტაპისთვის ცვლილება არცერთ კომპონენტს არ ეხება და ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე პირდაპირ პირველი 8 გუნდი გავა, ხოლო მე-9 პოზიციიდან 24-ე პოზიციის ჩათვლით გუნდები ერთმანეთთან გაარკვევენ 1/8 ფინალისტის ვინაობას.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები.
- დღეს, 12:50
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



