„რეალმა“ იან დიომანდეზე მუშაობა დაიწყო

სრულიად მოულოდნელად და ძალიან სწრაფად, მადრიდის „რეალმა“ იან დიომანდეს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ფეხბურთელი „ლაიფციგს“ ეკუთვნის, მის შეძენას კი ამ ეტაპზე „ბლანკოსთან“ ერთად ფრანგული „პსჟ“, „არსენალი“, „სიტი“ და „მილანი“ ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ 120 მილიონი ევრო აქვს გამზადებული და მიიჩნევს, რომ ეს ტრანსფერი სასწრაფოდ არის დასასრულებელი, ვინაიდან კონკურენცია იზრდება.

დიომანდე ძალიან მოსწონს მოურინიოს. „მარკას“ ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს წინახაზელის დამატება სწორედ ჟოზემ სთხოვა.

დიომანდე განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა და ყველაზე მეტად სწორედ ეს კომპონენტი მოსწონს პორტუგალიელ სპეციალისტს.

ინფორმაციას ადასტურებს ფაბრიციო რომანოც.

არაერთი ავტორიტეტული მადრიდული გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეთანხმების მიღწევით შემთხვევაში, წინახაზელი „რეალთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 962

ეს ბიჭი ძაან მზარდი და პერსპექტიული შემტევია, მაგრამ მარჯვენა ვინგერად თამაშობს. მაშინ რა გამოდის? ოლისეს ამბავი ჩავარდება?


2

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 584

ზედმეტად გაპიარებულია გამოჩნდა მუნდიალზე ამის რეალური ძალა, ლაიფციგში ყველა მაგრა თამაშობს


3

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 353

90+10 LIMONI SHESTAVAZA BABUM MAGRAM ARAO

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (233)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)