ვალვერდე:„მოურინიოსგან ძალიან ბევრის სწავლას ვაპირებ“
ფედერიკო ვალვერდემ „რეალში“ დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მიხარია, რომ აქ ვარ, დავბრუნდი და დაბადების დღეს თანაგუნდელებთან ერთად აღვნიშნავ.“
„ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ყოფნა ძალიან დიდი პატივია. წინ ტიტულებით დახუნძლული სეზონი გველის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.“
„მთავარი მწვრთნელისგან ბევრს ვისწავლი და გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი და პიროვნება. პორტუგალიელმა ათწლეულების მანძილზე დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია.“
„„რეალის“ კაპიტნობა? ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ქუჩაში მხვდებიან და მეძახიან - კაპიტანო! ეს მართლაც განსაკუთრებული ემოციაა. „რეალს“ არაერთი კაპიტანი ჰყოლია, რომლებმაც დიდი ეპოქა შექმნეს.“
„კროოსი, რამოსი, მოდრიჩი, კარვახალი, ვასკესი და კიდევ ბევრი ლეგენდა ჩემთვის მაგალითის მომცემები იყვნენ. მათთან ერთად თამაშმა მომცა არნახული გამოცდილება.“
„ახალ სეზონს ველი მე, მთელი გუნდი, გულშემატკივართა დიდი არმია. მოგვენატრა ბერნაბეუზე გასვლა, მოგვენატრა დიდი წარმატებები და გვჯერა, რომ ყველაფერს თავიდან და ძალიან მაღალ დონეზე ვიწყებთ.“
- დღეს, 12:06
- 149
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



