დღის პირველი ვარჯიში წარმატებით დასრულდა
მადრიდის „რეალმა“ დღის პირველი ვარჯიში წარმატებით დაასრულა. ჟოზე მოურინიომ გუნდი მადრიდის დროით 10:00 საათზე შეკრიბა.
სესიაზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს, პრესინგს, კონტრ-შეტევაში სწრაფ გადასვლას და ასე შემდეგ.
ჟოზე მოურინიომ გუნდი ორად გაყო და განსხვავებული დავალებები მისცა, ვარჯიშის დასკვნით ნაწილში კი გუნდმა მოკლე სივრცეში ითამაშა.
შეკრებაზე კვლავ გამოცხადდენ კანტერანოებიც.
გუნდთან ერთად ვარჯიშობს არდა გიულერი, რომელიც კოლექტივს გუშინ შეუერთდა.
- დღეს, 13:29
- 88
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



