გრანეროს ინტერვიუ
სამეფო კლუბის აღზრდილმა ფეხბურთელმა, ესტებან გრანერომ Bwin-თან ინტერვიუ ჩაწერა. ახალგაზრდა კანტერანომ გუნდში მიმდინარე სიტუაციასა და მალაგასთან მატჩზე ისაუბრა. იგი ბევრ საინტერესო თემას შეეხო...
"ჩვენ წარმატებულ გზას არ გადავუხვევთ, გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯება ეს კი შედეგზეც აისახება. მოურინიოს გუნდის დაცვას არავინ აკრიტიკებს, სამეფო კლუბმა წლევანდელ სეზონში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, რაც ძალიან დიდი შედეგია. ჩემპიონთა ლიგაზე კი საერთოდ მშრალად ვინახავთ კარს. მალაგასთან აუცილებელია მაქსიმალური ყურადღების კონცენტრაცია და ლამაზი ფეხბურთის თამაში, ჩვენი მეტოქე არც ისე ძლიერია, მაგრამ თითოეულ მოწინააღმდეგესთან დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს, ამ მატჩში მოგებას ვაპირებთ."
"გუნდში ძალიან დიდი ტალანტის მქონე წინახაზელები ირიცხებიან და დარწმუნებული ვარ ბევრი გოლის გატანას მოვახერხებთ. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე რაც შეიძლება ბევრი გამარჯვების მოპოვებაა, რადგან სხვანაირად ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლებთ."
"ლა ლიგის მომდევნო ტურში, ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი გველის. მალაგას ფეხბურთელები მშვენივრად თამაშობენ კონტრშეტევებზე, ამიტომ საჭიროა ყურადღებით თამაში, მხოლოდ შეტევაზე ფიქრი არ შეიძლება, აუცილებლად უნდა დავაბალანსოთ ყველა რგოლი და მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში შევთავაზოთ."
"კატალონიის "ბარსელონა" 2 წელია დომინირებს, ისინი მესამედაც შეეცდებიან ტიტულის დაცვას, მაგრამ ჩვენ ძალიან გვსურს ჩემპიონობა, უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბლანკოსმა" ლა ლიგის ტიტული მოიგო, ახლა უკვე ჩვენი დრო მოვიდა და დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ გამარჯვებას."
"ჩემი ამპლუა ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ , როდესაც გუნდს სჭირდება ფლანგზე თამაშიც გამომდის. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე ვიდგები, მთავარია ვითამაშო და გუნდის დახმარება მოვახერხო. მოურინიო გენიოსია და მან ძალიან კარგად იცის თუ როდის რა პოზიციაზე უნდა ათამაშოს თითოეული ფეხბურთელი.
- 13 ოქტომბერი 2010
- 1 244
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.