მოურინიო ბასტონის დამატებას დაჟინებით მოითხოვს

სამეფო კლუბმა ჟოზე მოურინიოს აცნობა, რომ კოლექტივი გადავსებულია და სანამ მოთამაშეები არ წავლენ, ახალი ფეხბურთელების მოყვანა რთული იქნება, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი დაჟინებით მოითხოვს ალესანდრო ბასტონის შეძენას.

„ას“-ის ინფორმაციით, „ბლანკოსს“ რაულ ასენსიოს 25 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს, რის შემდეგაც, ბასტონის ტრანსფერის უზრუნველყოფა უფრო მარტივი იქნება.

თავის მხრივ, მოურინიო რისკებს ხედავს და მიიჩნევს, რომ ბასტონი შესაძლოა სხვა კლუბში გადავიდეს, რაც „ბლანკოსის“ გეგმავს არევს.

„განსაკუთრებული“ ამტკიცებს, რომ ამბიციები, რომელიც სამეფო კლუბს აქვს, მოითხოვს დიდ რესურსს, როგორც დაცვაში, ასევე ყველა პოზიციაზე, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე კრიტიკული დაცვის ხაზია.

შეგახსენებთ, სამეფო კლუბსა და მილანის „ინტერს“ შორის პირველი მოლაპარაკებების შემდეგ, ბასტონის ფასი 65 მილიონ ევროდ განისაზღვრა.


1

18 ივლისი 2026 20:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

ეს მოურინიო დამცველებით აპირებს რამის მოგებას რა უბედურებაა ამდენი მცველები ნახევარმცველებზე იზრუნეთ თორემ ისევ ისეთი პრობლემებით დაიწყება სეზონი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 რაფინია 2
3 ობამეიანგი 2
4 რობერტო 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (33)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)