ტრენტი:„მოურინიოს სულ სხვაგვარი მიდგომები აქვს“

ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა „რეალის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და პრესეზონის ფარგლებში გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ცხელა, რაც ვარჯიშებს უფრო რთულს ხდის, მაგრამ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა. ჟოზე მოურინიოს სრულიად განსხვავებული მეთოდები და მიდგომები აქვს, რომელსაც გუნდში ეტაპობრივად ნერგავს.“

„ზოგიერთ დღეს ერთი ვარჯიში გვაქვს, ხანდახან კი ორჯერადი სესიებით მივყვებით გეგმას, რაც ჩვენს ფიზიკურ კონდიციებზე მომენტალურად აისახება.“

„საკმაოდ ბევრი დავისვენე, ახლა დრო მჭირდება იმისთვის, რომ ფიზიკური თვალსაზრისით საუკეთესო ფორმამდე მივიდე.“

„თუ ჩვენ მოვინდომებთ, ჟოზესგან ბევრს ვისწავლით. აღფრთოვანებული ვარ მასთან მუშაობით და იმ ამბიციით, რაც პორტუგალიელ სპეციალისტს აქვს. ის გვენდობა და სჯერა, რომ „რეალი“ დიდი ტიტულებისკენ მიმავალ გზას დაადგა.“

„მოედანზე დაბრუნების წინ რიტმის აღდგენა აუცილებელია. „განსაკუთრებული“ ამაზე მუშაობს, მისი პრინციპები ყოველთვის ეფუძნება საუკეთესო ვერსიის წარმოჩინებას.“


1

46 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 951

ტრენტ, პირველ სეზონში არაფრად არ ვარგოდი და ამ სეზონში გაცილებით მეტს ველით შენგან რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (162)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)