კუკურელია:„ესპანეთის ნაკრებმა ფინალში გასვლა დაიმსახურა“
მარკ კუკურელიამ საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს იყო ურთულესი მატჩი და ურთულესი მეტოქე. ჩვენ გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ და ძალიან ბედნიერი ვარ.“
„ესპანეთის ნაკრებმა ფინალში გასვლა დაიმსახურა.“
„ზუსტად ვიცი, რომ ფინალსაც ასე მიზანმიმართულად, ტექნიკური წუნის გარეშე და სწორი ტაქტიკური მონახაზით ვითამაშებთ.“
„მიხარია, რომ ეფექტურად გამოვდივარ და გუნდს ვეხმარები, როგორც დაცვით, ასევე შეტევით კომპონენტში.“
„დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო ფინალი გველის და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება თუ ინგლისის.“
- გუშინ, 11:46
- 262
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




