მბაპე:„ფინალში გასვლა არ დაგვიმსახურებია“
კილიან მბაპემ ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ფინალში გასვლა არ დაგვიმსახურებია. არც ტექნიკურად და არც ტაქტიკურად, არაფერი გამოგვდიოდა, საბოლოო ჯამში კი მუნდიალიდან გამოთიშვა მივიღეთ.“
„ესპანეთის ნაკრებს ჰქონდა მკაფიო გეგმა, რომელსაც რეალურად მიყვებოდა და ფინალში გასვლა დაიმსახურა.“
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი სანახაობრივი და ეფექტური თამაში ჩავატარეთ, ეს საღამო ჩვენი არ იყო.“
„ვულოცავ „ფურია როხას“, ჩვენ კი ამ ეტაპზე მე-3 ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მომდევნო წლებში კი ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი დავიბრუნოთ.“
- გუშინ, 11:43
- 1 017
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




