კარერასი:„უკვე 2 კვირაა ინტენსიურად ვემზადები“
ალვარო კარერასმა „რეალის“ პირველი ვარჯიშის წინ კომენტარი გააკეთა.
„უკვე 2 კვირაა ინტენსიურად ვემზადები. საკმარისზე მეტი დავისვენე და მივიჩნევ, რომ ენერგია აღდგენილი მაქვს.“
„მსურდა, პრესეზონის პირველ სესიას მოწოდების სიმაღლეზე ვმდგარიყავი და ასეც მოხდა.“
„მოურინიო საინტერესო მწვრთნელია, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, სამეფო კლუბში დიდ წარმატებას მიაღწევს.“
„ცვლილებები დაცვის რგოლში? კონკურენცია აშკარად გაზრდილია, თუმცა თითოეულ ფეხბურთელს ჯანსაღი ამბიცია აქვს.“
„1 თვეზე მეტი გვექნება სათანადოდ მოსამზადებლად და მივიჩნევ, რომ ეს ძალიან ოპტიმალური დროა.“
- დღეს, 11:08
- 43
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



