ახალი კონტრაქტი და კოლოსალური ხელფასი ჩუამენის

მადრიდის „რეალი“ ორელიან ჩუამენის ახალ კონტრაქტს და კოლოსალურ ხელფასს სთავაზობს. შეთანხმების შემთხვევაში, ფრანგი ნახევარმცველი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრი გახდება.

პერესი ამზადებს შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, ჩუამენი „ბლანკოსის“ რიგებში 2031 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მისი წლიური ხელფასი კი 13 მილიონ ევროს მიაღწევს.

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოსთან საუბარმა პერესს გეგმები შეაცვლევინა და ის ჩუამენის გაშვებაზე აღარ ფიქრობს.

ფაბრიციო რომანოს თქმით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მალე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეხება.


1

9 ივლისი 2026 13:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 735

ოპააა))) ჩუამენი, ვალვერდე და ჯუდი- ნახევარდაცვა, ისევ პრობლემა ბურთის კონტროლში, ამოტანაში და განაწილებაში, მაქსიმუმ იქითა სეზონის ბოლომდე გაქაჩოს მაურინიომ, კლოპმა თუ გერმანია არ ჩაიბარა ზამთარში მოვა რეალში.


2

9 ივლისი 2026 16:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33

ძალიან კარგი, მივესალმები  ჩუამენის დარჩენას. ფრანგი უდიდესი ძალაა ნახევარდაცვაში, უფრო და უფრო იხვეწება, კლდესავით დგას და პასის კულტურასა ხვეწს. 


3

10 ივლისი 2026 10:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 373

მაგრად აჩმახებს რეალი.ჩუამენი საერთოდ გასაგდებია გუნდიდან და ესენი კიდევ ხელფასს უზრდიან.)))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 0
2 იამალი 0
3 ვინისიუსი 0
4 რაფინია 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (179)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)