„რეალი“ ლა ლიგის სასტარტო მატჩს 17 აგვისტოს აღარ ჩაატარებს
ესპანური გამოცემების ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატზე „რეალის“ ფეხბურთელების დიდი წარმატებიდან გამომდინარე, მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის პირველ ტურს 17 აგვისტოს აღარ ჩაატარებს.
სამეფო კლუბის და „სოსიედადის“ დაპირისპირება 25 აგვისტოს შემდეგ შედგება.
გადაწყვეტილება იქედან გამომდინარეობს, რომ მუნდიალზე სამეფო კლუბს კიდევ ბევრი ფეხბურთელი წარმოადგენს.
რეგულაციების მიხედვით, მოთამაშემ ზაფხულში მინიმუმ 3 კვირა უნდა დაისვენოს, ხოლო თუ ფეხბურთელები 1/2 ფინალში გავლენ, ამის შანსი აღარ იარსებებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ლა ლიგაში მომდევნო დღეებში დამაზუსტებელი ცნობები გასაჯაროვდება.
- დღეს, 11:47
- 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



