სეუ ჟოზეს მილიტო სურს
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს "ბლანკოსში" დიეგო მილიტოს გადაბირება სურს.
"ინტერის" ფორვარდს რაფა ბენიტესი არ წყალობს, ესპანელი სპეციალისტი არგენტინელ თავდამსხმელს სრულად აიგნორებს და მილიტოს ნაცლად ძირითადში სამუელ ეტოოს აყენებს. ამ ფაქტს კი თურმე დიეგო ვერ ეგუება და სურს ნავსაყუდელის გამოცვლა. ერთ–ერთი იტალიური ინტერნეტ საიტის ცნობით მოურინიო მილიტოს "მერენგებში" ეპატიჟება. მილიტოს "გამადრიდელებას" თან ისიც უწობს ხელს, რომ "ბლანკოსს" ესაჭიროება მაღალი დონის თავდამსხმელი რასაც ჟოზე მოურინიო არ მალავს. როგორც ჩანს მილიტოს ტრანსფერი რეალში გაიჩარხება ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნისთანავე.
- 13 ოქტომბერი 2010
- 2 141
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.