„რეალი“ ადამ ვორტონს უბრუნდება

„კრისტალ პალასის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი, ადამ ვორტონი სამეფო კლუბის რადარზე მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ფლორენტინო პერესს ჯერ მატეუშ ფერნანდეშის, შემდეგ კი ენცო ფერნანდესის ტრანსფერი ჩაუვარდა.

მადრიდში თვლიან, რომ ადამის მიმართ ინტერესი უნდა განახლდეს. პერესს ინგლისელი ჯერ კიდევ ზამთარში მოეწონა, თუმცა მასზე დაკვირვება განაგრძო.

აღსანიშნავია, რომ რომ ვორტონის მიმართ ინტერესს „სიტი“, „ლივერპული“, მანჩესტერ „იუნაიტედი“ და „ტოტენჰემიც“ იჩენენ.

ფეხბურთელის ფასი 100 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

ვორტონმა გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ მზარდი დინამიკის და დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია, მან 4 000 წუთზე მეტი დაჰყო მოედანზე და პრემიერლიგაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება.

ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბი ამ მიმართულების მუშაობის განახლებას უახლოეს დღეებში გეგმავს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (48)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)