გიულერის და ვალვერდეს დაბრუნება 24 ივლისს იგეგმება
არდა გიულერი და ფედერიკო ვალვერდე იქნებიან პირველები, რომლებიც ჟოზე მოურინიოს გუნდს პრესეზონის ფარგლებში შეუერთდებიან.
მოგეხსენებათ, ჟოზე 13 ივლისს პრესეზონს იწყებს. ბაზაზე გამოცხადდება ყველა მოთამაშე, რომელიც მუნდიალზე გამოძახებული არ იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი მოთამაშეები კი კოლექტივს ეტაპობრივად შეუერთდებიან.
არსებული ინფორმაციით, არდა გიულერის და ფედერიკო ვალვერდეს დაბრუნება გუნდში 24 ივლისს იგეგმება, ვინაიდან ისინი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.
სავარაუდოდ 26-27 ივლისს მწვანე მინდორს დაუბრუნდება ანტონიო რუდიგერიც, რომლის გერმანიაც ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა.
დანარჩენი ფეხბურთელების დაბრუნება, ნაკრებების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
- დღეს, 11:50
- 8
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



