„მილანი“ ასენსიოს ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური გამოცემების ცნობით, „მილანი“ მზად არის, რაულ ასენსიოსთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
იტალიელები დიდ ცვლილებებს გეგმავენ და მიიჩნევენ, რომ ახალი მწვრთნელი მათ დიდ პროგრესს განაცდევინებს.
„როსონერი“ ტრანსფერებს უკვე შეუდგა, თუმცა გაჩერებას არ აპირებს და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის დამატებით არის დაინტერესებული.
საქმე ეხება რაულ ასენსიოს, რომელიც ჟოზე მოურინიოს გეგმებში ისედაც არ შედის.
არაოფიციალური ინფორმაციით, ასენსიოს სანაცვლოდ მილანური გუნდი 20 მილიონ ევროს იხდის და ასევე მზად არის, კონტრაქტში ჩადოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ სერია „ა“-ს მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოიგებს, დამატებით 2.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.
„„რეალს“ ასენსიოს გაყიდვა 30 მილიონ ევროდ აქვს განზრახული, მაგრამ თუ სხვა შეთავაზებები არ იქნება, პერესი შესაძლოა „მილანს“ დათანხმდეს და იტალიელებთან არსებული თბილი ურთიერთობა შეინარჩუნოს.
- დღეს, 11:22
- 25
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




