„რეალი“ როდრიგესის ტრანსფერიდან 12.5 მილიონ ევროს მიიღებს
ალვარო როდრიგესი, რომლის სატრანსფერო უფლებების 50%-ს მადრიდის „რეალი“ ფლობს, „ბორნმუთში“ მიდის.
ახალგაზრდა ფორვარდის სატრანსფერო თანხად 25 მილიონი ევროა განსაზღვრული, საიდანაც ნახევარს სამეფო კლუბი მიიღებს.
ფლორენტინო პერესი შემოსავლების დაგროვებას განაგრძობს, რასაც იმ ვარსკვლავების მოყვანას მოახმარს, ვინც დიდ რადარზე არიან.
ამ ზაფხულს „რეალის“ შემოსავალი 100 მილიონ ევროს აღწევს, საიდანაც უდიდესი წილი ნიკო ფასის ტრანსფერზე მოდის, რომელიც „კომოში“ 60 მილიონად გაიყიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსს“ მისი დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.
- დღეს, 11:08
- 30
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



