223 მილიონიანი წინადადება კვლავ ძალაშია!
მადრიდის „რეალი“ საკუთარ ოცნებაზე უარს არ იტყვის. არსებული ინფორმაციით, სამეფო კლუბში სჯერათ, რომ 223 მილიონი ნამდვილად არის ის თანხა, რომლითაც „ბაიერნის“ დაყოლიება და მაიკლ ოლისეს შეძენა შესაძლებელია.
ფრანგი ფეხბურთელი მუნდიალის შემდეგ „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ თუ ოლისე მკაფიოდ იტყვის წასვლის შესახებ და ფლორენტინო პერესი ტრანსფერისთვის 223 მილიონს გამოყოფს, ეს შეთანხმება შედგება.
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდში დიდი მოლაპარაკებებისთვის სრული მზაობაა.
- დღეს, 11:06
- 95
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




