ფრანის დამატება „მალაგამაც“ ითხოვა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ „მალაგასთან“ ოფიციალური წინადადება მიიღო.
მალაგური კლუბი მზად არის, ფრან გარსია 1 წლიანი იჯარით დაიმატოს და ხელფასის 100% თავად დაფაროს.
თავად ფეხბურთელის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მას შეთავაზებები „ბეტისიდან“ და პრემიერლიგიდანაც აქვს, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 1 წლიან იჯარას დათანხმდეს.
ამასთანვე ცნობილი ხდება, რომ „მალაგას“ ტიაგო პიტარჩიც აინტერესებს და მის იჯარაზეც მუშაობს.
- დღეს, 08:30
- 157
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




