სრული ყურადღება ბასტონიზე - მოლაპარაკებები დაიწყო
მადრიდის „რეალის“ პირველი არჩევანი დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად ალექსანდრო ბასტონი ხდება.
ნიკო შლოტერბეკის ტრავმამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და ფლორენტინო გერმანელის დამატებას აღარ აპირებს.
რაც შეეხება ბასტონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. იტალიელის მიმართ ინტერესის შესახებ „ბლანკოსმა“ ინფორმაცია დაადასტურა. მეტიც, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს მილანის „ინტერთანაც.“
ფლორენტინო პერესი ბასტონის სანაცვლოდ 65 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ფეხბურთელს კი 5 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ბასტონის ოპერაციის დასრულება სამეფო კლუბის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მოგეხსენებათ, ალესანდრო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ იღებს, შესაბამისად, თუ ტრანსფერი დროულად შედგება, ის ჟოზე მოურინიოს გუნდს 13 ივლისიდან შეუერთდება და სრულფასოვან პრესეზონს ჩაატარებს.
- დღეს, 11:17
- 49
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




