მატეუშ ფერნანდეში „ტოტენჰემში“ გადავიდა
მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, მატეუშ ფერნანდეში „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდა. ლონდონურმა კლუბმა კოლოსალური თანხა გადაიხადა.
პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა, ეს კი იმ ფონზე, რომ მადრიდის „რეალს“ მოთამაშის დამატება 50 მილიონ ევროდ ჰქონდა განზრახული.
„ას“-ის ცნობით, მხარეებს 100 მილიონზე არც უსაუბრიათ და ფლორენტინო მიიჩნევს, რომ ეს აბსურდული თანხაა ფეხბურთელისთვის, რომელსაც ჯერ-ჯერობით არაფერი დაუმტკიცებია და მხოლოდ ტალანტის სტატუსი აქვს.
- გუშინ, 23:58
- 210
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




