„რეალი“ კამავინგას წასვლისკენ უბიძგებს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს ედუარდო კამავინგას გაყიდვა ძალიან სურს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ გუნდი ეტაპობრივად უნდა დაცარიელდეს და შემოსავლები გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში, მეგა ტრანსფერების გაჩარხვა რთული იქნება.
სამეფო კლუბში მიაჩნიათ, რომ კამავინგას სანაცვლოდ მინიმუმ 60-65 მილიონი ევროს მიღება იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, მისი გაყიდვა ახლა ოპტიმალური ვარიანტია.
თავის მხრივ, ედუს გუნდის დატოვება არ სურს და მიიჩნევს, რომ შეუძლია ჟოზე მოურინიოს გულის მოგება.
- გუშინ, 22:30
- 208
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




