ფრან გარსია ახალ კლუბს ეძებს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფრან გარსიამ უკვე იცის, რომ ახალი სეზონიდან „რეალში“ აღარ ივარჯიშებს.
ესპანელი განაპირა მცველი ახალ კლუბს ეძებს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება დროულად გააფორმოს კონტრაქტი.
მადრიდის „რეალისთვის“ პრიორიტეტული ტრანსფერი კუკურელია იყო, რომლის მთავარი კონკურენტიც ალვარო კარერასი იქნება, შესაბამისად, გუნდში სხვა მარცხენა მცველების ადგილი აღარ რჩება.
ფრანის მიმართ „ბეტისის“ ინტერესის შესახებ უკვე ცნობილია, თუმცა ამასთანავე, ასპარეზზე გამოდიან ბრიტანული გუნდებიც.
- დღეს, 10:56
- 42
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




