რონალდო ნაზარიო:„მბაპე ხშირად მახსენებს ჩემს თავს“
რონალდო ნაზარიომ ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კილიან მბაპეზეც ისაუბრა.
„მბაპე ხშირად მახსენებს ჩემს თავს, თანაც მაშინ, როდესაც ფორმის პიკში ვიყავი. ფრანგს უყვარს უეცარი აჩქარება, ბურთის ტარება, მცველების მოტყუება. დიახ, ეს იყო ჩემი სტიქია და როდესაც მას ვუყურებ, ხშირად მახსენდება საკუთარი თავი.“
„მჯერა, რომ კილიანისა და ვინისიუს ჟუნიორის დუეტი მადრიდის „რეალში“ დიდ ისტორიას დაწერს.“
„ზიდანი? ის საოცარი იყო. ვფიქრობ, საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია. ზიზუ ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა, არნახულად ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებდა და თამაშში გარდატეხა შეჰქონდა.“
„ზინედინი ყველასთვის ინსპირაციის წყარო იყო. 2006 წელს მან კარიერა დაასარულა და ამით დიდი ეპოქა დასრულდა. ვფიქრობ, კიდევ 3-4 წელიწადს ბრწყინვალედ ითამაშებდა, ვინაიდან საოცარ ფიზიკურ კონდიციაში იყო.“
- დღეს, 11:44
- 104
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



