კროოსი:„მე მჯერა ბელინგემის და არდას შესაძლებლობების“

ტონი კროოსმა მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და ასევე დასძინა, რომ სჯერა არდა გიულერის და ჯუდ ბელინგემის შესაძლებლობების.

„რა თქმა უნდა, მივესალმები გუნდის განახლებას, თანაც იმ ფონზე, რომ კონკურენტი კლუბებიც მნიშვნელოვნად ძლიერდებიან.“

„დარწმუნებული ვარ, ჟოზე მოურინიოს „რეალი“ ფსიქოლოგიურად მდგრადი იქნება და ტაქტიკურადაც ბევრი კომპონენტი შეიცვლება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იდეების განხორციელებისთვის ნებისმიერ მწვრთნელს სჭირდება შესაბამისი დრო.“

„ნახევარმცველები და ახალი სახეები შუა რგოლში? ამ საკითხსაც მივესალმები, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არდა გიულერსა და ჯუდ ბელინგემში არნახულ შესაძლებლობებს ვხედავ. ორივე ძალიან ახალგაზრდაა, ორივეს შესანიშნავი ბურთის ფლობა აქვს, ორივე გამოცდილია და მჯერა, რომ ყოველი ახალი სეზონი მათთვის საინტერესო და სიურპრიზებით სავსე იქნება.“

„რა თქმა უნდა, ახლა ყველა მუნდიალზე ფიქრობს, თუმცა საკლუბო სეზონისთვის განკუთვნილი დროც მალე მოვა. შესაბამისად, მივესალმები „რეალის“ აქტიურ სამზადისს.“


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 218

ეეეჰჰ......ტონი შენი ერთადერთი და განუმეორებელი ხარ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (193)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)